პროექტის სახელი: პერიოდულობა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს მიეცა დავალება იმსჯელონ პერიოდულობაზე, როგორც მოვლენაზე, მეცნიერებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში და ყოფა-ცხოვრებაში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაყოფილი არიან 5 ჯგუფად და ასრულებენ დამოუკიდებელ დავალებებს:
I ჯგუფი: მათემატიკაში განიხილავს პერიოდულ ფუნქციებს, ადგენს პერიოდულობას ფუნქციების ჯამისა და ფუნქციათა კომპოზიისათვის.
II ჯგუფი: ქიმიაში განიხილავს ელემენტთა პერიოდულობის ცხრილს.
III ჯგუფი: იხილავს პერიოდულობას ბუნებაში, წყლის მოქცევის მაგალითზე.
IV ჯგუფი: ასტრონომიაში იხილავს პერიოდულობას მთვარისა და დედამიწის მოძრაობისა და ურთიერთმდებარეობის მაგალითზე
V ჯგუფი: იხილავს პერიოდულობას ბიოლოგიაში სისხლის მიმოქცევის სისტემისა და გულის მუშაობის მაგალითზე.
მონაწილეთა ასაკი: 16-17წ. (XI კლასის მოსწავლეები)
ვადები: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან პერიოდულობას, ყოველი ჯგუფი ცალკ-ცალკე ამზადებს პრეზენტაციას, ქმნის საპრეზენტაციო ფაილებს (*.ppt)
სარგებელი სხვებისთვის: შექმნილი საპრეზენტაციო ფაილების გამოყენება შეიძლება მათემატიკის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ქიმიის, ასტრონომიის, გაკვეთილებზე დამატებითი თვალსაჩინო მასალის სახით.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ასტრონომია, ქიმია, ისტ
მათ. XI.6. მოსწავლე იყენებს გრაფიკულ, ალგებრულ მეთოდებს ან/და ტექნოლოგიებს ფუნქციის/ ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს შესაფერის გრაფიკულ, ალგებრულ მეთოდებს ან ტექნოლოგიებს (ტრიგონომეტრიული, უბან-უბან წრფივი, საფეხურებრივი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული) ფუნქციის ისეთი თვისებების დასადგენად, როგორიცაა: ზრდადობა/კლებადობა, ნიშანმუდმივობა, პერიოდულობა/პერიოდი, ფესვები, ექსტრემუმები.
• აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ფუნქციის პარამეტრების ცვლილება ფუნქციის
გრაფიკზე.
გეო. X 5. მოსწავლე ავლენს გეოგრაფიული კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის
აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• კვლევის პროცესში ლიტერატურულ წყაროებში მოიძიებს გეოგრაფიული ტერმინების და კონცეფციების განმარტებებს და შესაბამისად იყენებს მათ;
• კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს და საკუთარ თვალსაზრისს გადმოსცემს სხვადასხვა ფორმით (ზეპირი, წერილობითი, გრაფიკული და სხვა);
• დამუშავებული ინფორმაციის (მოძიებული სამეცნიერო წყაროების და საკუთარი კვლევის) საფუძველზე წერს გეოგრაფიულ თემას;
• კვლევის სხვადასხვა ეტაპზე უზიარებს თანაკლასელებს თავის ვარაუდებს, შექმნილ პრობლემებს და მსჯელობს შესაძლო გამოსავალზე;
• კვლევის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობს (აძლევს საქმიან შენიშვნებსა და კონ სტრუქციულ წინადადებებს) თანაკლასელების მიერ სამსჯავროზე გამოტანილი
პრობლემების განხილვაში;
• გეოგრაფიული თემის დაწერის შემდეგ აცნობს მას ხელმძღვანელს და დაინტერესებულ თანატოლებს; მათი შენიშვნების გათვალისწინებით ახდენს თემის რედაქტირებას;
• ახდენს საკუთარი კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების (კლასი, თემი, ოლიმპიადა, კონფერენცია და სხვა) წინაშე.
ბუნ. VIII. 11. მოსწავლე იყენებს პერიოდულ სისტემას ელემენტთა დასახასიათებლად
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•� აგროვებს მასალას ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის შექმნის საჭიროების შესახებ, ამზადებს რეფერატს, აკეთებს პრეზენტაციას;
•� იყენებს პერიოდულ სისტემას ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის
მოსაპოვებლად (მაგ., რიგითი, ნომერი, პერიოდის ნომერი, ფარდობითი ატომური
მასა) კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მიზნით;
•� გამოთქვამს ვარაუდს უცნობი ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით;
•� პერიოდული სისტემის გამოყენებით იკვლევს ერთი და იმავე ჯგუფის (პერიოდის) ელემენტების და შესაბამისი მარტივი ნივთიერებების თვისებების ცვლილების კანონზომიერებებს, აკეთებს შესაბამის დასკვნებს;
•� ქმნის ერთი და იმავე ელემენტის იზოტოპების სქემებს, გამოთქვამს ვარაუდს
იზოტოპების თვისებების შესახებ.
5 კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები
იყენებს ისტ-ის საშულებებს (მაგ. საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა
წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისთვის.
იყენებს ისტ-ის საშულებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა და
ანალიზისთვის, შემდგომში შედეგის სხვებისთვის მიწოდების მიზნით.
აფასებს და ეფექტურად იყენებს ისტ-ის სფეროში არსებულ სიახლეებს (მაგ. ახალი
პროგრამული უზრუნველყოფა) და რესურსებს მის წინაშე დასმული ამოცანის
შესაბამისად.
პროექტის ფასილიტატორი: ლია ცხვარიაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: lia.7skola@gmail.comტ: 899-15-08-95
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lia17sblog.blogspot.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment